ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ისრაელში შესვლა აეკრძალა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ისრაელში შესვლა ეკრძალება

მინისტრმა გუტერეშის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზად ისრაელის წინააღმდეგ მისი მიკერძოებულობა დაასახელა. 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, გუტერეშმა "ცალსახად" არ დაგმო ირანის მიერ ისრალზე სარაკეტო თავდასხმა. 

"ნებისმიერს, ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის საშინელი თავდასხმა ისრაელზე ისე, როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა, არ იმსახურებს, ფეხი დადგას ისრაელის მიწაზე" – თქვა კაცმა. 

2 ოქტომბრის გამთენიისას ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

გუტერეშმა იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც მომხდარი მოიხსენია, როგორც "ახლო აღმოსავლეთში უახლესი თავდასხმები" და მიმდინარე კონფლიქტი ზოგად კონტექსტში დაგმო, კონკრეტულად ირანის იერიშის ხსენების გარეშე.

კომენტარები