ჩინეთი

ჩინეთში მუმიების ყელსაბამებში მსოფლიოში ყველაზე ძველი ყველი აღმოაჩინეს

Popular Science

2003 წელს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი მუმია, რომლებსაც უცნაური ნივთიერების შემცველი ყელსაბამები ეკეთათ. უახლესმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ აქამდე გაუგებარი ნივთიერება მსოფლიოში ყველაზე ძველი, დაახლოებით 3600 წლის ყველია.

ბაქტერიების დნმ ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთგვარი ყველის რგოლები ძროხისა და თხის რძისგან იყო დამზადებული.

"ეს არის მსოფლიოში აქამდე ნაპოვნი ყველის უძველესი ნიმუში. ისეთი საკვები პროდუქტების, როგორიცაა ყველი,  საუკუნეების განმავლობაში შენახვა უკიდურესად რთულია,  ამიტომ ეს იშვიათი და ღირებული შესაძლებლობაა მეცნიერებისთვის" - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, პეკინის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და ხერხემლიანთა პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგმა ცაომეი ფუმ. პეკინის ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და ხერხემლიანთა პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი რძის პროდუქტი შეიცავს რამდენიმე სახის ბაქტერიას და სოკოს, კერძოდ, Lactobacillus kefiranofaciens და Pichia kudriavzevii, რომლებიც ყველის დასამზადებლად დღემდე გამოიყენება. იგი მზადდებოდა იგივე ბაქტერიებისგან, საფუარისგან და სოკოების კომპლექსისგან, რომლებიც თანამედროვე კეფირის შემადგენლობაშიც გვხვდება.

საინტერესოა, რომ კვლევის თანახმად, აღმოჩენილი ყველის შემადგენელი მიკრობები განსხვავებული გეოგრაფიული წარმოშობისაა - ნაწილი ჩინეთის სინციანიდის ავტონომიური რაიონის ტერიტორიიდან, ხოლო ნაწილი კი კავკასიიდან.

კვლევის წამყვანი მეცნიერის თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს მომთაბარე ტომების ევრაზიის მასშტაბით მოგზაურობის ხანგრძლივობას. სავარაუდოდ, სხვადასხვა მომთაბარე ჯგუფები ადგილმდებარეობის ცვლილებისას ერთმანეთში ცვლიდნენ რძის პროდუქტებსა და სხვადასხვა მიკრობების შემცველ ჭურჭელს.

თუმცა, მეცნიერებმა დაზუსტებით ვერ დაადგინეს რამდენად დიდია მსგავსება ამ პროდუქტსა და თანამედროვე ყველს შორის. ასევე უცნობია რა მიზნით ან მიზეზით ასაფლავებდნენ მიცვალებულებს ამ კონკრეტული, ყველისგან დამზადებული ყელსაბამებით.

 

კომენტარები