იაპონიის პრემიერმინისტრი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შიგერუ იშიბა გახდება. 67 წლის ვეტერანმა პოლიტიკოსმა ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში ნაციონალისტი სანაე ტაკაიჩი დაამარცხა.
პარლამენტში იშიბას კანდიდატურაზე კენჭისყრა 1 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება აგვისტოში გააკეთა. ამის მიზეზი მმართველი პარტიის აერთი სკანდალი და რეკორდულად დაბალი რეიტინგია.
იშიბა დეპუტატი პირველად 1986 წელს გახდა. მისი ერთ-ერთი დაპირებაა, ხელი შეუწყოს აშშ-სთან უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას. ასევე, მან არაერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს აზიის "NATO"-ს შექმნას, რაც შესაძლოა ჩინეთთან ურთიერთობაში პრობლემატური საკითხი გახდეს.





