იაპონია

იაპონიის სანაპიროსთან 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიცა

აშშ-ს გეოლოგიური სამსახური (USGS)

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ცუნამის საშიშროებასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოიცა მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს სანაპიროს სიახლოვეს 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:15 საათზე (თბილისის დროით 18:15) მოხდა ქვეყნის სანაპიროდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით და დაახლოებით 53 კილომეტრის სიღრმეზე.

იაპონური სააგენტოს გაფრთხილებით, სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში ცუნამის სიმაღლემ შესაძლოა, სამ მეტრამდეც მიაღწიოს. სააგენტოს ცნობით, 40 სანტიმეტრის სიმაღლის ცუნამი აომორის პრეფექტურაში უკვე შენიშნეს. 

კომენტარები