ძლიერი საქართველოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიას პარტიასთან გუშინდელი მოლაპარაკებების პირობებით გაერთიანებისთვის მზადაა. ამის შესახებ მან პრეზიდენტთან ორბელიანების სასახლეში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.
"გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, [...] დღეს ორ საათზე მე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად, ველოდებოდით პრეზიდენტს. დაახლოებით სამი საათისთვის მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.
კიდევ ერთელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ, და ეს პრინციპები არის, ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, ქართული ოცნების გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე მე მზად ვარ" - თქვა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გაერთიანება თუ არ შედგება, ტრაგედია არაა, თუმცა "მომენტუმი იქნება გაშვებული".
პარტია გახარია-საქართველოსთვის გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია."
ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა" - წერია განცხადებაში.
16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.
პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იგი მზად იყო, მოლაპარაკების პროცესისთვის ხელი შეეწყო, როგორც ნეიტრალურ მხარეს.
17 სექტემბერს ოპოზიციონერები ერთმანეთს ჯერ პრეზიდენტის გარეშე, შემდეგ კი ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძემ "კიდევ ერთი დღე ითხოვა პოზიციების შესათანხმებლად."
18 სექტემბერს ხაზარაძე და გახარია ორბელიანების სასახლეში კიდევ შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებ ხვალ დასრულდებოდა. ხოლო, ხაზარაძე ამბობდა, რომ მოლაპარაკებები მარტივი არ იყო, თუმცა "პრინციპულად ახლოს იყვნენ."





