მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერია საიდუმლო, ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან არაფერი…
ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი და, პირველ რიგში, ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია, და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველ დღე ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენს პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე პოზიციების [შესათანხმებლად].





