აფგან სადიგოვი

აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა

აფგან სადიგოვი

თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა - ამის შესახებ სადიგოვის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სადიგოვის ადვოკატის თქმით, მას  შემდეგ, რაც დაცვის მხარეს ქართულ ენაზე, "დასაბუთებული ვარიანტი" გადაეცემა, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და გაასაჩივრებს მიგრაციის დეპარტამენტის უარს საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით

"მას აზერბაიჯანულ ენაზე ჩაბარდა ემიგრაციის დეპარტამენტის უარი. ველოდებით, რომ ჩვენც მოგვაწოდებენ ქართულ დასაბუთებულ ვარიანტს თუ რა გახდა უარის მიზეზი. ამის შემდეგ ვაპირებთ, საქალაქო სასამართლოს მივმართოთ სარჩელით და გავასაჩივროთ მიგრაციის დეპარტამენტის უარი საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით"- ამბობს ადვოკატი". - თქვა დიმიტრი ნოზაძემ. 

3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

4 აგვისტოს სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა

24 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც უჩიოდა.

7 სექტემბერს სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა მთავარ არხთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვი "ციხეში სათანადოდ ვერ იკვებება და ფაქტობრივად შიმშილობს".

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა საქართველოა, საკუთარ X-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

რაუფოღლუ: აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სწრაფად გაათავისუფლონ სადიგოვი

რაუფოღლუს თქმით,  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უთხრა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას "სწრაფად" გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელმაც ქვეყანა თავის ნებით დატოვა და რომელიც გასულ კვირას თბილისში დააკავეს. 

    კომენტარები