"მე ვეპატიჯები სამ საათზე სადილად ორივეს და მანამდე, რაც უნდათ ის გააკეთონ. შეხვდნენ! პირიქით, ძალიან კარგი იქნება". - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის მზადაა ნებისმიერ მომენტში შევხვდეს გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება მასთან ერთად პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.