არჩევნები 2024

პრეზიდენტმა გახარია და ხაზარაძე გაერთიანების მოლაპარაკებებისთვის მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, ძლიერი საქართველოს ლიდერიმამუკა ხაზარაძე და პარტია გახარია - საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ხვალ, 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

პრეზიდენტმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ის მზად არის მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, როგორც ნეიტრალურმა მხარემ.

"საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ - პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი.

მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველა კონსულტაციაში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო.

გადაწყვეტილება კი, ორი პრო-ევროპული ძალის, ერთის მხრივ, გაერთიანება ძლიერი საქართველო, ხოლო მეორეს მხრივ პარტია გახარია-საქართველოსთვის მათ ხელშია.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს.

ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ - ამიტომ, მივესალმები დღევანდელ ერთის მხრივ, მამუკა ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას, და ასეთივ  მეორეს მხრივ მზაობას, ვიცი რომ არსებობს გიორგი გახარიას მხრიდან

საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ, ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს.

ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები