მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და მითხრეს, რომ ერთი დღით საერთოდ წავსულიყავი ქალაქიდან, საერთოდ დამეკეტა რესტორანი, არ მემუშავა და წავსულიყავი. ამაზე გამეცინა და ვუთხარი უარი. შემდეგ მოვიდა სხვა პოლიციელი, მითხრეს, თქვენს ტერიტორიაზე შემოვა სპეცსამსახური, განლაგდებიან სნაიპერები, ამაზეც უარი ვუთხარი, რადგან ტურისტებს ვემსახურები და წინასწარი ჯავშნები მქონდა. მეორე დილით რომ მოვდიოდი, არ შემიშვეს, გავაჩერე მანქანა და ფეხით მივედი, იქ უკვე თელია იყო თავის ბანდასთან, კრიმინალებთან ერთად, ვითომ სამართალდამცავები რომ არიან და უბრალოდ დამაკავეს.
tbl.ge/6wic
დაკოპირდა

თქვა სამოქალაქო აქტივისტმა, იოსებ ბაბაევმა.
გორში აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი 14 სექტემბერს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე მაშინ დააკავეს, როცა ის კუთვნილ რესტორანში შესვლას ცდილობდა. ბაბაევის დაკავების დღეს გორში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხელისუფლების წევრებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს.
ამავე თემაზე
- აქტივისტი იოსებ ბაბაევი მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სამართალდამრღვევად ცნო
- სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
- სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა
- მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო




