იოსებ ბაბაევი

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო

იოსებ ბაბაევი
კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.

"სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და ყველა სახის ჩხრეკა ცნო უკანონოდ. ეს ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაევი მართალია, ერთადერთი მტკიცებულებები ესენი იყო და ყველა შემთხვევაში ეს ადამიანი უნდა გამოუშვან. თუმცა, ოფიციალური ვადა დაკავების აქვთ 72 საათი, რომელიც გადის ხვალ". - თქვა ბაბაევის ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო.

კომენტარები