დემოგრაფია

იანვარ-ივნისში საქართველოში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 18 633 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. შესაბამისად, იანვარ-ივნისში 3 632-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. უარყოფითი სხვაობა უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეში.

საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატება მხოლოდ თბილისში (+478) და აჭარაში (+621) აღრიცხეს. 

კომენტარები