დემოგრაფია

საქსტატი: 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 587 მოქალაქეს მიენიჭა – სია

იუსტიციის სახლი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 3 587 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2 739 პირის დაბადების ადგილი საქართველოა. 

საქართველოს მოქალაქეობა ყველაზე მეტმა, 2 361-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე უკრაინა. ჩამონათვალში ასევე არის ირანის ისლამური რესპუბლიკაც, თუმცა რაოდენობა არ წერია. საქსტატს მითითებული აქვს, რომ მონაცემები კონფიდენციალურია. 

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 პირს შეუწყდა. აქედან 1 177 პირის დაბადების ადგილი საქართველოა.

 

კომენტარები