დემოგრაფია

იანვარ-ივნისში საქართველოში 2 513-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში პირველ ექვს თვეში 19 431 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი. შესაბამისად, 2023 წლის იანვარ-ივნისში 2 513-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატება თბილისში (+340), აჭარასა (+870) და ქვემო ქართლის რეგიონში (+145).აღრიცხეს.

მეოთხე წელია, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატებაა.

2020 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებისას 4 017-ით აღემატებოდა, 2021 წელს 13 960 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ხოლო 2022 წელს ეს მონაცემი 6 799 იყო.

წინა წლებში სიკვდილიანობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემია იყო. მხოლოდ 2021 წელს საქართველოში Covid 19-მა 11 298 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები