აფრიკა

კენიაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 17 ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

კენიაში, სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 17 ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. ხანძარი დილის საათებში გაჩნდა, როდესაც მოსწავლეებს ეძინათ. ჯამში, სკოლაში 156 მოსწავლე ცხოვრობს.

ტრაგედია კენიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნიერის სკოლა-ინტერნატში მოხდა. პოლიციის მიხედვით, მძიმე დამწვრობების შედეგად დაღუპულთა ამოცნობა დამატებითი ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია.

მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპული ბიჭები 9-დან 13-წლამდე ასაკის იყვნენ. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

 

კომენტარები