აფრიკა

სენეგალის სანაპიროსთან, ნავში 30 ცხედარი იპოვეს

სენეგალის სანაპიროსთან იპოვეს ნავი, რომელშიც, სულ მცირე, 30 ცხედარი იყო.

უგზო-უკვლოდ მცურავი ხის ნავი სენეგალის დედაქალაქისგან 70 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. 

არსებული ინფორმაციით, ცხედრების გახრწნის პროცესი რამდენიმე კვირის დაწყებული იყო, რის გამოც მათი ამოცნობა გართულებულია. 

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სენეგალიდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე გადასვლის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ადამიანებს ამისთვის ატლანტიკის ოკეანეში 1 500 კილომეტრის გადაცურვა უწევთ. 

სენეგალის დატოვებისა და ესპანეთში გადასვლის მიზეზი უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა და სამხედრო კონფლიქტებია. აგვისტოში, ქვეყნის მთავრობამ არალეგალურ მიგრაციასთან და მისგან გამოწვეულ სიკვდილიანობასთან გამკლავების 10-წლიანი გეგმა წარადგინა. ამასთან ერთად, სენეგალის სანაპიროსთან ბოლო კვირების მანძილზე ასობით ემიგრანტი დააკავეს. 

გაეროს მონაცემებით, გასულ წელს კანარის კუნძულებამდე 40 000-მა მიგრანტმა მიაღწია. ამავდროულად, დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩაითვალა 1 000-ზე მეტი ადამიანი.

 

კომენტარები