ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სომალილენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სუვერენულ სახელმწიფოდ ფორმალურად აღიარა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის დაუყონებლივ გაფართოებას. სომალილენდის პრეზიდენტმა, აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰიმ ისრაელის ნაბიჯს "ისტორიული მომენტი" უწოდა.
1991 წელს, სომალის ცენტრალური მთავრობის ჩამოშლის შემდეგ, სომალილენდმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევა, თუმცა ის ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ქვეყანას არ ჰყავდა აღიარებული.
სომალილენდს საკუთარი მთავრობა, ვალუტა და უსაფრთხოების ძალები ჰყავს და 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სომალისთან შედარებით სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებას ახერხებს. აღიარების მიუხედავად, სომალილენდს შეზღუდული სახით აქვს დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები. ამასთან, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რეგულარულად იმართება არჩევნები.





