გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, განაში, ოქროს საბადოზე შეიარაღებულმა ძალებმა, სულ მცირე 7 ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კვირას, კომპანია AngloGold-ის ერთ-ერთ საბადოზე, დასავლეთ აფრიკის ნაწილში მოხდა.
კოფი ადამსმა, განის მცირე მაღაროელთა ეროვნული ასოციაციის ადგილობრივმა პრეზიდენტმა გამოცემას განუცხადა, რომ შემთხვევისას შეიარაღებულმა ძალებმა, სულ მცირე 9 ადამიანი მოკლა, ხოლო 14 მძიმედ დაშავდა
Reuters-ის თქმით, მომხდარის შესახებ ჯარმა განაცხადა, რომ 7 ადამიანი, რომელიც არალეგალურად მოიპოვებდა ოქროს ორმხრივ სროლაში დაიღუპა.





