ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ ისრაელმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიბანში, ბაალბექის რაიონში მდებარე ჰეზბოლას იარაღის რამდენიმე საწყობზე საჰაერო იერიშები მიიტანა.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში იარაღის საწყობის აფეთქების კადრები ჩანს:
ამასთანავე, IDF-ი ადასტურებს დრონის მეშვეობით სამხრეთ ლიბანში მიტანილ იერიშსაც, რომელსაც ჰეზბოლას მებრძოლი, ჰუსეინ ალი ჰუსეინი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის თქმით, იგი ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო დანაყოფის მოწინავე წევრი იყო.
მოგვიანებით, ჰუსეინ ალი ჰუსეინის დაღუპვა ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამაც დაადასტურა.