არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არაერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი თუ ტერორისტული აქტი...
...ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ქართული ოცნების”საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით.
თან თუ გადავავლებთ თვალს მსოფლიოს - ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის, იბრძვის ტრადიციული ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ბუნებრივად არის დამაჯერებელი ის, რაც თქვა სუს-მა.