ევროკავშირი

RFE/RL: საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გახდება

Ints Kalnins/Reuters

რადიო თავისუფლება წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის დანიშვნაზე შეთანხმდნენ. კალასი აღნიშნული თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.

ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ჩაანაცვლებს. 

საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღება. 

 

კომენტარები