ევროკავშირი

უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

სანდუ და ზელენსკი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები 14 ივნისის საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ბელგიური პრეზიდენტობა ავრცელებს.

"ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს ძირითად პრინციპებზე.

ბელგიის პრეზიდენტობა პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციებს 25 ივნისს მოიწვევს". - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Украинская правда-ს ინფორმაციით, აღნიშნული ნიშნავს, რომ 25 ივნისი მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ოფიციალური თარიღი იქნება.

7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

მანამდე, 21 მაისს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ოფიციალური პირები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდნენ. როგორც გამოცემა წერდა, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ინტენსიურად მუშაობენ უნგრეთის მთავრობასთან, რომ მიიღონ თანხმობა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ  იმ დროისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად გვიან მიიღო, მაგრამ ევროკავშირში "მათზე ბევრად უფრო ადრე" შევიდოდა.

კანდიდატის სტატუსის მოლდოვასა და უკრაინაზე გვიან მოპოვების ფონზე, იმ დროისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, 

კომენტარები