ევროკავშირი

ECJ-მ უნგრეთი ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის €200 მილიონით დააჯარიმა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი
REUTERS/Johanna Geron

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ECJ) უნგრეთი ევროკავშირის თავშესაფრის კანონის დარღვევისთვის €200 მილიონით დააჯარიმა. ამასთან ერთად, უნგრეთს მოუწევს ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე ყოველდღიურად დამატებით €1 მილიონის გადახდა.

2020 წლის დეკემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ თავშესაფრის მიღების პროცედურები შეზღუდვა მათთვის, ვინც უნგრეთში საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ. შესაბამისად, უნგრეთის ხელისუფლებას ბრალად დაედო სატრანზიტო ზონებში აპლიკანტების უკანონო დაკავება, რაც სასამართლოს მიხედვით მათი უფლებების დარღვევაა, ვინაიდან კანონის მიხედვით, აპლიკანტებს უფლება აქვთ დარჩნენ უნგრეთის ტერიტორიაზე სანამ თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმით გამო აპელაციაზე საბოლოო პასუხს მიიღებენ. 

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა იგნორირება გაუკეთა 2020 წლის განჩინებას, ევროკომისიამ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი ზომები მიიღო და შედეგად ECJ-მ უნგერთს ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები