აშშ-რუსეთი

პუტინის თქმით, აშშ-ს პასუხად საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება უნდა დაიწყონ

ვლადიმირ პუტინი, 2024 წლის 5 ივნისი.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, აშშ-ს საპასუხოდ ბირთვული შესაძლებლობის მქონე საშუალო და მცირე მანძილის სარაკეტო სისტემების წარმოება და, შესაძლოა, განლაგებაც, უნდა დაიწყონ.

პუტინმა თქვა, რომ აშშ-ს მიერ მსოფლიოში საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსება რუსეთის მხრიდან რეაგირებას საჭიროებს. ამის შესახებ მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების ყრილობაზე ისაუბრა.

"დღეს ცნობილია, რომ აშშ ასეთ სარაკეტო სისტემებს არა მხოლოდ აწარმოებს, არამედ ევროპაში წვრთნებზე გაგზავნა კიდეც - დანიაში. სულ ახლახან კი გამოცხადდა, რომ ფილიპინებშიც არის განთავსებული. ამასთან, უცნობია, იქიდან რაკეტები წამოიღეს თუ არა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ რეაქცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავწყვიტოთ, ამ მიმართულებით მომავალში რას გავაკეთებთ. ყველაფრის გათვალისწინებით, ამ სარაკეტო სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდეგ, რეალურად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტოთ, თუ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება, სად განვათავსოთ". - თქვა პუტინმა. 

კომენტარები