რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა დნეპრში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, დაღუპულია 1 ადამიანი

Unian

რუსეთმა დნეპრი დაბომბა, იერიშის შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაზიანდა.

ამ დროისთვის დაღუპულია 1 ადამიანი, არის 10-მდე დაშავებული, მათ შორის ერთი 7 თვის ბავშვი. გარდა ამისა, მაშველები იერიშის ადგილზე 2 ადამიანს ეძებენ.

"მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. ადამიანები ბინებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან კაცი ამოიყვანეს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. დაშავებულებზე სამედიცინო პერსონალი ზრუნავს". – ამბობს უკრაინის შსს მინისტრი იგორ კლიმენკო.

კომენტარები