საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა – ივანიშვილმა გუნდს 30 მილიონი უნდა გადაუხადოს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ამისთვის, გუნდს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ 30 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. 

აპრილში, ფონდი ქართუ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარის გადაცემას დაჰპირდა.

" საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს". - ეწერა ქართუს განცხადებაში.

კომენტარები