ევროკავშირი

ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიემხრო

https://www.aldeparty.eu/

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანა პისონერომ ისაუბრა. 

"ვადასტურებთ, რომ კომისიის მხრიდან განახლებული ინფორმაცია მივაწოდეთ და მივიჩნევთ, რომ ამ ორმა ქვეყანამ ყველა ნაბიჯი შეასრულა. [...] ახლა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო და, როგორც ყოველთვის, საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოთა პრეროგატივაა, შეიკრიბონ და სამთავრობო კონფერენციაზე მოლაპარაკებები ფორმალურად დაიწყონ". - თქვა პისონერომ. 

უკრაინისთვის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში შედიოდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა და ანტიოლიგარქიული ქმედებების გატარება, აქტივების დეკლარირების კანონში ცვლილების შეტანა და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უზრუნველყოფა.

სპიკერის თქმით, უკრაინამ გაატარა ყველა საჭირო რეკომენდაცია და ნაბიჯი, მათ შორის ანტიკორუფციული და ანტიოლიგარქიული ზომები წარმატებით მიიღო. 

გარდა ამისა, პისონეროს თქმით, უკრაინამ ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც გადადგა. სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიიღეს შესწორებები, რომლებმაც შესაძლოა უმცირესობათა ენებზე სწავლებას ხელი შეუწყოს, თუმცა ასევე დაამატა, რომ აღსრულებას დააკვირდებიან.

"უკრაინის პარლამენტმა შეიტანა შესწორებები შესაბამის კანონებში ეროვნული უმცირესობების შესახებ, კონკრეტულად ამ შესწორებებმა შესაძლოა უმცირესობათა ენებზე განათლების შესახებ ადეკვატური წესები უზრუნველყონ. ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, ცხადია, შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება და კომისია იმპლემენტაციას დააკვირდება გაფართოების შესახებ რეგულარული ანგარიშის ფარგლებში". - თქვა პისონერომ. 

მოლდოვას შესახებ პისონერომ აღნიშნა, რომ იურიდიული რეფორმების თვალსაზრისით მოლდოვამ "მნიშვნელოვანი პროგრესი" განაგრძო, მათ შორის, უზენაესი მოსამართლეების დანიშვნაში ე.წ. ვეტინგის პროცესის დანერგვით და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნით.

ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი Telegram-ზე გამოეხმაურა.

"მადლობას ვიხდით ევროინტეგრაციის მხრივ ჩვენი პროგრესის დადებითად შეფასებისთვის. 

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა EU-ში გასაწევრიანებლად სისტემურ ძალისხმევებს აგრძელებს და ოთხივე დამატებითი ნაბიჯი და რეფორმა გაატარა.

ახლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან შემდეგ ნაბიჯს ველით - უკვე ამ თვეში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას. 

უკრაინელი ერი ყოველდღე იბრძვის უფლებისთვის, იყოს ევროპული ოჯახის წევრი რუსი აგრესორის წინააღმდეგ". - წერს შმიგალი.


მანამდე, 21 მაისს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ოფიციალური პირები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდნენ. როგორც გამოცემა წერდა, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატები ინტენსიურად მუშაობენ უნგრეთის მთავრობასთან, რომ მიიღონ თანხმობა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. 

ხუთმა დიპლომატმა Politico-სთან ანონიმურობის დაცვით თქვეს, რომ მათი მიზანია, ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს არაუგვიანეს 25 ივნისისა. 

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრეს, რომ მათ სურდათ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში ეხილათ. თუმცა ევროკავშირის გზაზე ამ ორი ქვეყნისთვის ხელშემშლელი ფაქტორი უნგრეთი აღმოჩნდა, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ამ ინიციატივას.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ  იმ დროისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად გვიან მიიღო, მაგრამ ევროკავშირში "მათზე ბევრად უფრო ადრე" შევიდოდა.

კანდიდატის სტატუსის მოლდოვასა და უკრაინაზე გვიან მოპოვების ფონზე, იმ დროისთვის ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ახლანდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, 

კომენტარები