ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაურის სიკვდილის შემდეგ, ისრაელის ჩრდილოეთით 100-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის ტანკები ლიბანის საზღვართან ჰეზბოლას პოზიციებს ცეცხლს უხსნიან, 2023 წლის 9 ოქტომბერი.
Jalaa MAREY / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლამ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. ეს თავდასხმა ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იერიშია ისრაელის ჩრდილოეთის ფრონტზე

გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას ამ მასშტაბურ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ცნობილია, იერიშის მთავარი სამიზნე ქალაქი ტიბერიასი იყო. 

11 ივნისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰერმელის ოლქზე მიიტანეს იერიში, რასაც ჰეზბოლას წევრების, მათ შორის ერთ-ერთი მეთაურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჰერმელის ოლქი ლიბან-ისრაელის საზღვრიდან 130 კილომეტრში მდებარეობს და ეს ამ დრომდე ლიბანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული შეტევაა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეზბოლას 12 ივნისის თავდასხმა სწორედ ისრაელის იერიშის საპასუხო შეტევაა.

კომენტარები