სტიქია დასავლეთ საქართველოში

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქუჩები დატბორა, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა

IPN

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. ასევე, უხვმა ნალექმა დატბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა - დაზიანდა ავტომობილები, სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ აქვს.

მერიის ააიპ სპეციალური სერვისების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და გამოყვანილია მძიმე ტექნიკა. 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გუშინ, 25 ივნისს დაწერა, რო სსაქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძალიან ძლიერი წვიმა და ძალიან ძლიერი ქარი იყო მოსალოდნელი.

"26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.

საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)". - წერდა სააგენტო.

კომენტარები