მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლიდერობდნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ყველას გაგვეგო, კვლევით მაინც, ანუ ემპირიულად, რა ცნობები მოვა - ერთიანი სია, ყბადაღებული, იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი თუ გადაწყვეტს, გაასაჯაროებს, თუ არა და ყველა პარტია ჩამოყალიბდება. მე მაქვს, რა თქმა უნდა ინფორმაცია, თუმცა, არ მაქვს უფლება, ამის გასაჯაროების. რა თქმა უნდა, ჩვენი, პარტია ახალის და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად. [...]
მაჩვენებლებზე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, უბრალოდ, შეუძლებელია მინიშნება არ მოგცეთ. რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლიანი პარტიის მიერ. ჩვენთვის არ იყო ახირება, არ იყო აგდებული ქვა, რომელსაც თავი შევუშვირეთ, არა, ეს [ერთიანი ფორმულა] იყო ჩვენთვის წაგების ფორმულა. უდიდესი სხვაობა იდება რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი როდესაც უპირისპირდება ქართულ ოცნებას.
როგორც ჩანს, გახარიას პარტია იქნება ცალკე. ნაციონალური მოძრაობის პარტია არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათო კეზერაშვილის პარტია. ბევრს აქვს სამართლიანი წუხილი მათთან თანამშრომლობის, ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, მეც... მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი დღეს არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორები, 24-საათიან კომუნიკაციაში. ვისაც აქვს სურვილი, მიხეილ სააკაშვილთან, დათო კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან იყვნენ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად, კი ბატონო... პარტია ახალი იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ. [...]
გამეხარდება, რაც უფრო მეტი პროდასავლური პარტია გამსხვილდება სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე და ასე დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. როგორ, ვინ ვისთან, ვინ რატომ იმასთან არა და ვინ რატომ იმასთან, ეს ყველაფერი 8 ივლისამდე გაირკვევა.