ქარბორბალა კახეთში

კახეთში ქარბორბალამ ალავერდის საკათედრო ტაძარს გადაუარა, დაზიანებულია გუმბათი

კადრი ვიდეოდან, Levani Kalmakhelidze, Facebook/Levan Iashvili, Facebook

კახეთში ქარბორბალამ ალავერდის საკათედრო ტაძარს გადაუარა. დაზიანებულია ეკლესიის გუმბათი. შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

დაზიანებულია ალავერდის ტაძრის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურაც. ქარბორბალამ ამოაბრუნა ავტომობილიც.

დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ტაბულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები