საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი ამოცანა უნდა იყოს აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან გენოციდის და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში - 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი. სხვათა შორის აღსანიშნავია, ერთი წელი იყო მარტო ივანიშვილის რეჟიმის დროს, როდესაც წინააღმდეგ მისცა ხმა 2022 წელს და ბოლო ორი წელია ისევ მხარს არ გვიჭერს. და აქედან ჩანს, რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გამოცვლის გარდა არაფერი უშველის.
ჩინეთი-საქართველო
ბოკერია: ნორმალური ხელისუფლების ამოცანა დევნილების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა უნდა იყოს
tbl.ge/6t2a
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდორემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთს მადლობა გადაუხადეს, რადგან თავი შეიკავა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველოაფხაზეთიდან დევნილებიჩინეთიგაეროს რეზოლუციაქართული ოცნებაჩინეთი-საქართველო




