ჩინეთი-საქართველო

ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია – პაპუაშვილი დევნილებზე გაეროს რეზოლუციაზე

რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა. ჩინეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და ამის მნიშვნელობას. რაც შეეხება, საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციებში - ორივე ქვეყანა თავისი საკუთარი დღისწესრიგიდან გამომდინარე აყალიბებს თავის პოზიციებს როგორც ჩინეთი, ისე საქართველო საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა, რომ ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ჩვენი მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. [...] ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია.

ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას.

გუშინ, 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვს. 

ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კომენტარები