ყაზახეთი

ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

ყაზახეთმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"ყაზახეთმა თალიბანის რეჟიმი ტერორისტების სიიდან ამოიღო, რათა თანამედროვე ავღანეთთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდეს და გავიაზროთ, რომ ეს რეჟიმი გრძელვადიანი ფაქტორია". - თქვა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის [ОДКБ] ქვეყნების პარლამენტების სპიკერებთან შეხვედრაზე.

თოყაევის თქმით, ამ ეტაპზე ყაზახეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა ავღანეთის აქტიური ჩართვა რეგიონთაშორის კავშირებში.

27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ვლადიმირ პუტინს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოღებას სთავაზობენ.

თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილში გაავრცელა.

კომენტარები