ყაზახეთი

ალმათის ნახევარმარათონის ორი მონაწილე დაიღუპა

Orda.kz

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართული ყოველწლიური ნახევარმარათონის მსვლელობისას ორი მონაწილე დაიღუპა.

დაღუპულები 84 წლის აკოიან რსალიევი და 21 წლის ნურბოლ აჰმადი არიან.

რსალიევი ნახევარმარათონში 2021 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა და ყოველწლიურად ფინიშის ხაზამდე მიდიოდა.

"გარდაცვალების პირველადი მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაა. კაცს ქრონიკული არტერიალური ჰიპერტენზია ჰქონდა". – თქვა ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის უფროსმა.

მეორე დაღუპულმა შეჯიბრის მე-16 კილომეტრზე გონება დაკარგა. მორბენალი სასწრაფოს ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა.

მედიკოსების თქმით, ნახევარმარათონის მონაწილეების სიკვდილის საბოლოო მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები