რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ვლადიმირ პუტინს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოღებას სთავაზობენ.
ინფორმაცია პროპაგანდისტულ გამოცემა Ria Novosty-ს ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა, ზამირ ქაბულოვმა დაუდასტურა.
თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილში გაავრცელა.
ქაბულოვის თქმით საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.
2021 წელს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი თალიბანის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას განიხილავს.
რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის კანადა და ტაჯიკეთი თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. 2023 წელს ტერორისტების სიიდან ორგანიზაცია ყაზახეთმა ამოიღო.
რუსეთის უშიშროების საბჭომ თალიბანი ტერორისტული და აკრძალული ორგანიზაციების სიაში 2003 წელს შეიყვანა.





