საქართველო-სომხეთი

"გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს" - სომხეთის საგარეო 26 მაისზე

"გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.

"დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს" - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისი პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა. 

კომენტარები