საქართველო-სომხეთი

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია - საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო 

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ცნობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მას აეროპორტში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. 

"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  ოქმს.

ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა." - წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები