Puff Daddy

"ჩემი ქცევები უპატიებელია" - PUFF DADDY ეხმაურება CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს

"ჩემი ქცევები, რაც ვიდეოშია ასახული, უპატიებელია. მათზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ". - შონ Diddy კომბსი [Puff Daddy] გამოცემა CNN-ის მიერ მოპოვებულ 2016 წლის ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რეპერი მაშინდელ მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე განმეორებითად ძალადობს.

რეპერმა, რომელიც ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფდა, ვიდეო თავად გამოაქვეყნა Instagram-ზე, სადაც ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ პატიებას არ ითხოვს.

"საკუთარ თავზე გული მერეოდა მაშინაც, როდესაც ეს გავაკეთე. ახლაც იმავეს ვგრძნობ. შემდეგ წავედი და პროფესიონალური დახმარება ვითხოვე. ვიარე თერაპიაზე და გავიარე რეაბილიტაცია. ღმერთს უნდა ვთხოვო წყალობა და პატიება. ძალიან ვწუხვარ. თუმცა, ყოველ დღე მოწადინებული ვარ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე. პატიებას არ ვითხოვ. მართლა ვწუხვარ." - ამბობს კომბსი გამოქვეყნებულ ვიდეოში.


18 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ Diddy კომბსი, იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].

ვიდეოში, რომელიც გამოცემის ცნობით 2016 წლის 5 მარტით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი, ჩანს რომ ვენტურა ოთახიდან გადის და ლიფტთან დგება, მოგვიანებით კი ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც ქალს თავს ესხმის და ძირს აგდებს. ამის შემდეგ რეპერი მეგობარ გოგოს კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას კვლავ ესხმის თავს.

ვიდეოში ჩანს, რომ მოგვიანებით ვენტურა წამოდგომას ახერხებს და ტელეფონთან მიდის, თუმცა Diddy კვლავ ბრუნდება და მას თავს ესხმის. რამდენიმე წამში, რეპერი ჯდება და მეგობარი გოგოს მიმართულებით მაგიდიდან აღებულ ნივთს ისვრის.

კომენტარები