Puff Daddy

"ჩემი შვილი მონსტრი არ არის" - შონ Diddy ქომბსის დედა

ამერიკელი რეპერის და ჰიპ-ჰოპ შემსრულებელის, შონ Diddy ქომბსის დედა, ჯენის ქომბსი მისი შვილის დაკავებას და აშშ-ს პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.

აქამდე Puff Daddy 16 სექტემბერს, მანჰეტენში, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოძიებათა სამსახურმა დააკავა - ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურის Puff Daddy-ს სექს ტრეფიკინგში, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობასა და რეკეტში სდებს ბრალს. 

გამოცემა BBC-ის თქმით, ჯენის ქომბსმა გამოქვეყნებულ განცხადებაში მისი შვილი დაიცვა და აღნიშნა, რომ "ის არ არის ისეთი მონსტრი, როგორც წარმოაჩენენ".

"გულდასაწყვეტია, როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილი ისჯება არა სიმართლის, არამედ ცრუ ბრალდებების გამო.

შესაძლოა ჩემმა შვილმა წარსულში შეცდომები დაუშვა, თუმცა ის არ არის ისეთი მონსტრი, როგორც წარმოაჩენენ". - წერს ჯენის ქომბსი, BBC-ის ცნობით. 

18 სექტემბერს Puff Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, რომ ის ბრალდებებს უარყოფს და უდანაშაულოა. 

შონ კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა - რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს. 

აშშ-ს პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა. 

2 ოქტომბერს, ადვოკატების ჯგუფმა განაცხადა, რომ რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, დამატებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება

შონ კობსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები - 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი იყო, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის, სავარაუდო მსხვერპლების უმეტესობა აფროამერიკელია, 120-დან მხოლოდ მესამედია თეთრკანიანი.

კომენტარები