ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: რკინის გუმბათმა რაფადან გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდო

რკინის გუმბათის სისტემა მოქმედებაში, 13 მაისი, 2021
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის რკინის გუმბათმა ქალაქ რაფას ტერიტორიიდან გასროლილი ორი რაკეტა ჩამოაგდო. ქალაქი რაფა ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარეობს და ეგვიპტეს ესაზღვრება

10 მაისის დილას ისრაელის ცენტრალურ ტერიტორიაზე განგაშის სირენების ხმა ისმოდა, რაც, სავარაუდოდ, რაფადან გაშვებულმა რაკეტებმა გამოიწვია. ისრაელის მტკიცებით, რაფას თავს აფარებენ ჰამასის დარჩენილი ძირითადი დანაყოფები. 

რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 მაისს სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 6 მაისს ისრაელმა რაფაში გაავრცელა მოწოდება, რომ საჭირო იყო მოსახლეობის ევაკუაცია რაფას გარკვეული ტერიტორიიდან, რადგან აქ ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. აღნიშნულ ოპერაციას ისრაელი დაახლოებით ორი თვეა აანონსებს. როგორც ცნობილია, რაფაში იმყოფება მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი ღაზიდან. ისრაელის ინფორმაციით, ჰამასის დარჩენილი ძირითადი დანაყოფები სწორედ რაფაში იმყოფებიან, რის გამოც იქ ოპერაცია აუცილებელია. 

კომენტარები