რუსული კანონი

წერეთელი: CDI-მ ხელისუფლებას რეზოლუციით მოუწოდა, არ მიიღოს რუსული სტილის კანონი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, მაროკოში CDI- გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორგანიზაციამ საქართველოში .წ უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის რუსული კანონის შესახებ რეზოლუცია მიიიღო. წერეთელის თქმით, CDI-ის რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოწოდება და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეაჩერონ და საერთოდ მოიხსნან დღის წესრიგიდან აღნიშნული კანონის განხილვა.

 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროვოკაციული ნაბიჯების გამო  საქართველო  ახლა მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონით თუ ვინმეა დღეს კმაყოფილი, ეს არის რუსეთი. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიდი გულისწყრომა ჩვენს საზოგადოებაში, მის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და კიდევ უფრო გააღრმავა პოლარიაზაცია. 

პარლამენტში გამართული ხელჩართული ბრძოლების სცენები, რა თქმა უნდა, ძალიან აზარალებს ქვეყნის იმიჯს და და კითხვის ნიშანს აჩენს ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და ყველაფერი ის, რასაც რუსეთი შეიძლება გეგმავდეს საქართველოს წინააღმდეგ

შესაბამისად, გასაკვირი ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ ლიდერების რეაქციები, ვინც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიას, მის ევროპულ მომავალსა და რუსეთის გავლენისგან თავის დახსნას“ - თქვა გიგი წერეთელმა და აღნიშნა, რომ CDI არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელშიც 100-ზე მეტი პარტიაა 80-ზე მეტი ქვეყნიდან გაერთიანებული, მათ შორის, როგორც ევროპის, ასევე  აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები.

"ამ ორგანიზაციამ გენერალურ ასამბლეაზე მიიღო სპეციალური რეზოლუცია საქართველოს კანონთან დაკავშირებით, სადაც არის ძალიან მკაფიო მოწოდება, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს რუსული სტილის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიის წინსვლას. ამის მაგივრად ის უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმების განხორციელებაზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე ,თავისუფალ არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვასა და სასამართლო რეფორმაზე“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები