გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს. ანუ პირი, რომელიც მიიღებს გრანტს და რომელიც გამოიყენებს ამ გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება პასუხისმგებლობა. ოღონდ რატომ ხდება ეს ყველაფერი.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ჩვენი გუნდის ინიციატივით გრანტების შესახებ კანონში უკვე შეიტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ისევ და ისევ იმავეს, რომ გრანტი თუ შემოდის საქართველოში, მთავრობისგან უნდა იყოს თანხმობა აღებული. და რა პრობლემაა, თუ პირს აქვს კეთილშობილური მიზნები, საქართველოს მთავრობა კეთროვანი ხომ არ არის, ბოდიში ამ გამოთქმისთვის საზოგადოებასთან, რომ მასთან დალაპარაკება, გასაუბრება არ შეიძლება თუ უბრალოდ ზემოდან უყურებენ საქართველოს მთავრობას და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას, რომ არ შეიძლება მასთან მივიდეს და როგორ იკადრებს თურმე გრანტის მიმცემი, რომ საქართველოს მთავრობას მიმართოს თანხმობისთვის... თუ გასაცემ გრანტს არ აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის კუთხით რაიმე რისკი, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ თანხმობას გასცემს და თანხმობა გაუცია კიდეც.





