ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ერთდროულად 40 რაკეტა ისროლეს

AFP

ლიბანის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ერთდროულად 40 რაკეტა ისროლეს. ინფორმაცია მასიური სარაკეტო იერიშის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ აიღო. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაკეტების ნაწილი გაანეიტრალეს, ნაწილი კი დაუსახლებელ, ვრცელ სივრცეებში ჩამოვარდა. 

გაშვებული ათობით რაკეტის გამო ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებში სირენების ხმა ისმოდა. დამასკოში IRGC-ის მებრძოლების და ორი გენერლის მკვლელობის გამო ირანი უახლოეს დღეებში ისრაელის მიმართულებით დიდ საპასუხო იერიშს ამზადებს. 

კომენტარები