აზია

ვიეტნამში უძრავი ქონების მაგნატს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ვიეტნამში უძრავი ქონების მაგნატს, ტრუონგ მაი ლანს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ფინანსური თაღლითობის საქმეში სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

67 წლის ლანი უძრავი ქონების კომპანიის, Van Thinh Phat-ის  ხელმძღვანელია. მას ბრალად თაღლითობა ედება, რამაც $12.5 მილიარდის ოდენობის ზარალი გამოიწვია. 

ბრალდების მიხედვით, ლანი არალეგალურად აკონტროლებდა საიგონის ერთობლივი საფონდო კომერციულ ბანკს 2012-2022 წლებში და მისი მეთვალყურეობით გაიცა 2 500 სესხი, რამაც ბანკს $27 მილიარდის ოდენობის ზიანი მიაყენა. სასამართლომ მას ბანკისთვის $26.9 მილიარდის კონპენსირება დაავალა. 

სასამართლოს მიხედვით, უმკაცრესი სასჯელი საქმის სერიოზულობიდან გამომდინარეობს. ბრალდების მხარის განმარტებით, ლანი ორკესტრირებული და დახვეწილი კრიმინალური კომპანიის სათავეში იყო, ხოლო დაკარგული მილიარდობით დოლარის დაბრუნების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. 

მისმა ქმედებამ "არა მხოლოდ ინდივიდთა და ორგანიზაციების ქონების მართვის უფლებები დაარღვია, არამედ საიგონის ერთობლივი აქციების კომერციული ბანკი (SCB) აიძულა, გადასულიყო სპეციალური კონტროლის მდგომარეობაში და ძირი გამოუთხარა ხალხის ნდობას პარტიის მმართველობისა და სახელმწიფოს მიმართ" – ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში. 

სასამართლომ ლანის ძმისშვილს, რომელიც Van Thinh Phat-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, 17 წლით, ხოლო მის ქმარს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები