ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის ცნობით, ისრაელმა ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური მოკლა

The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მათ სარაკეტო იერიშს სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური, ალი აჰმედ ჰასინი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იერიში ისრაელის ძალებმა 7-8 აპრილის ღამეს განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალი აჰმედ ჰასინი და მისი დანაყოფი მონაწილეობდნენ თავდასხმაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ, სადაც სამიზნეზე იერიშები მიჰქონდათ რაკეტებითა და დრონებით. 

"ის იყო პასუხისმგებელი ჩრდილოეთ ისრაელში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვასა და აღსრულებაზე" - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში. 

როგორც ცნობილია, ალი აჰმედ ჰასინი ჰეზბოლას ორ ტერორისტთან ერთად სამხრეთ ლიბანში, ას-სულთანიას ქალაქში იმყოფებოდა, რა დროსაც მათ ადგილსამყოფელზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა. 

კომენტარები