გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს 12 აპრილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია შოლცის ოფისის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ტექსტშია ნათქვამი, შეხვედრა შედგება გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები