შოტლანდია

ნიკოლა სტარჯონი შოტლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ნიკოლა სტარჯონი

შოტლანდიის პირველი მინისტრი, ნიკოლა სტარჯონი თანამდებობას ტოვებს

ნიკოლა სტარჯონი აღნიშნულ პოზიციას 2014 წლიდან იკავებს, ხოლო 1999 წლიდან ის შოტლანდიის პარლამენტის წევრია. 
 
შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ედინბურგში ნაჩქარევად დანიშნულ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. 

სავარაუდოდ, სტარჯონის გადადგომა მყისიერად არ მოხდება. ახალი კანდიდატის არჩევამდე ის თანამდებობას შეინარჩუნებს.

კომენტარები