ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF უარყოფს ლიბანური მედიის ბრალდებას, რომ გაეროს მანქანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს

Mahmoud Zayyat/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფს ლიბანური მედიის ბრალდებას, რომ გაეროს ლიბანური ოფისის (UNIFIL) მანქანაზე ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანით გაეროს ლიბანის ოფისის სამშვიდობო მისიის თანამშრომლები სასაზღვრო ქალაქ რმეიშში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც თავდასხმა განხორციელდა. 

"გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, ამ დილით ისრაელის თავდაცვის ძალებს არ მიუტანია იერიში UNIFIL-ის მანქანაზე რმეიშის ტერიტორიაზე" - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

ლიბანური მედიის ცნობით, გაეროს ოფისის თამაშრომლები დაჭრილები არიან და არავინ გარდაცვლილა. სამშვიდობო მისიის თანამშრომლები ისრაელი-ლიბანის სასაზღვრო ქალაქში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ. 

კომენტარები