ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ღაზაში მიწისქვეშა გვირაბების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაწილი გავანადგურეთ

The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის ჯარმა ჩრდილოეთ ღაზაში მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაწილი გაანადგურეს. მათი თქმით, განადგურებულია მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას აკავშირებდა ერთმანეთთან. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გვირაბის განადგურებული ნაწილი 2.5 კილომეტრის სიგრძისაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მიწისქვეშა გვირაბს ჰამასის ტერორისტები ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადაადგილებისთვის იყენებდნენ. გვირაბის განადგურებაში ისრაელის არმიის ინჟინრების 162-ე დივიზია და ელიტური იაჰალომის დანაყოფი მონაწილეობდნენ. 

ამ ოპერაციის მსვლელობისას ისრაელის თავდაცვის ძალების ნაჰალის ბრიგადამ ღაზაში ჰამასის 18 ტერორისტი მოკლა. 

კომენტარები